3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა

წელს, 3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა, რაც 56 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მარტში, აღნიშნულისთვის 944,335 ლარის ჯარიმა დაიწერა.

თუმცა, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 92,246 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 83,047 მლნ ლარი.

ნინი ქეთელაური