ქვეყნები, სადაც შემცირდა და გაიზარდა სახლების ფასი ერთი წლის განმავლობაში

როგორ შეიცვალა სახლების ფასი ერთი წლის განმავლობაში, შესაბამისი მონაცემები ქვეყნების მიხედვით globalpropertyguide-მა გამოაქვეყნა. როგორც გლობალური უძრავი ქონების მკვლევარი განმარტავს, რეიტინგი შედგენილია ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამასთან, გათვალისწინებულია, ნომინალური და ინფლაციის მაჩვენებლები.

ცხრილის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში უძრავი ქონება ყველაზე მეტად თურქეთში, კერძოდ 89,23%-ით გაძვირდა, რომელსაც 49,9%-ით ეგვიპტე მოსდევს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ფასები ყველაზე მეტად (ცხრილში მოცემულ ქვეყნებს შორის) შემცირებულია ბელგიაში (-9,7%-ით) .

რაც შეეხება საქართველოს, აქ ერთი წლის განმავლობაში სახლები 12,9%-ით არის გაძვირებული.

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ყველაზე მეტად გაძვირდა და გაიაფდა ბინები.

ტოპ-5 გაძვირების მიხედვით:

  • თურქეთი - 89,23%
  • ეგვიპტე - 49,9%
  • მონტენეგრო - 27,95%
  • იაპონია 23,5%
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 19, 2%

ტოპ-5 ქვეყანა გაიაფების მიხედვით:

  • ბელგია - 9,7%
  • ჰონგ კონგი - 9,43%
  • სლოვაკეთი - 8,57%
  • ლუქსემბურგი - 8.55%
  • მალტა - 7,54%
ნინი ქეთელაური