საქართველოში ამჟამად მაგისტრალური გზის 14 პროექტი მიმდინარეობს

საქართველოში ამჟამად 131 ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. „საქართველოს გზების“ ინფორმაციით, მაგისტრალური გზის 14 პროექტი გულისხმობს:

  • 164 კილომეტრი გზის,
  • 131 ხიდის
  • 28 გვირაბის მშენებლობას.

თითოეული პროექტის მშენებლობა დაფინანსებულია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ან საქართველოს მთავრობის მიერ.

ეკა დარჩიაშვილი