26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 5,3 მლნ ლარი გამოიყო

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 5,3 მლნ ლარი გამოიყო. ამის შესახებ ცნობილი მთავრობის დადგენილებიდან გახდა.

დადგენილების თანახმად, „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის N610 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაფინასების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 5,3 მლნ ლარი.

დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე აწერს.

ეკა დარჩიაშვილი