აუქციონზე კიდევ 3 სახელმწიფო ქონება იყიდება - როგორია ღირებულება

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, აუქციონზე გასაყიდად კიდევ 3 ქონება გამოიტანეს.

საუბარია, იმერეთსა და სამეგრელოში არსებულ მიწის ნაკვეთებსა და მათზე განთავსებულ შენობა ნაგებობებზე.

უფრო კონკრეტულად:

  • ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიხაშხოში მდებარე 61198.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა 195 000 ლარად იყიდება;
  • ფოთში, კოკაიას ქუჩაზე მდებარე 14054.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 580 500 ლარად;
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ოფურჩხეთში მდებარე 38950.00 კვ.მ. და 4801.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - 580 000 ლარად.

ცნობისთვის, სახელმწიფო პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თან ერთად 2019 წლიდან ახორციელებს. შეთავაზებები განკუთვნილია როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას, რომლის ფარგლებში დღეისთვის უმოქმედო შენობებში უნდა გაიხსნას ეკონომიკური აქტივობის მქონე დაწესებულებები.

ნინი ქეთელაური