„კანონს გავლენა ექნება ახალ ბიზნესებზე - არავის სურს არასტაბილურ გარემოში ინვესტიციების განხორციელება“

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, საშა ტერნესის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს დააშორებს.

როგორც მან „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, კანონის მიღება უარყოფითად აისახება ბიზნეს გარემოზე. მანვე განმარტა, რომ ახალი ბიზნესები თავს შეიკავებენ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე, ხოლო არსებული ბიზნესები გაზრდას და განვითარებას ვეღარ შეძლებენ.

„საქართველოს უწევს კონკურენცია ბევრ ქვეყანას შორის, რომელიც სთავაზობს თავის პლატფორმას ბიზნესს. უცხოური კომპანიები საქართველოში ოპერირებენ მრავალი მიზეზის, მათ შორის ხელსაყრელი პირობები გამო, მაგრამ ასევე ეს ბიზნესები დგამენ მრავალ თანმიმდევრულ ნაბიჯს და ხელს უწყობენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თუ თითოეული ეს პირობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ევროკავშირი შეშფოთებული იქნება ამ კანონის გამო და ჩვენი ევროპული მომავალი და მიმართულება დადგება რისკის ქვეშ, რა თქმა უნდა, ეს ბიზნესები არ იქნებიან მოხარულები. მე ვხედავ ძალიან კონკრეტულ რისკს ორგანიზაციებისა და ბიზნესისთვის. როდესაც უკვე აქ ხარ, რთულია დატოვო ქვეყანა, რადგან გაქვს ოფისი, განახორციელე ინვესტიციები, ამას უბრალოდ ვერ დატოვებ. მაგრამ ამავდროულად, ეს კომპანიები ვერ განავითარებენ და გაზრდიან ბიზნესს და არის ბევრი პრობლემა რომლის წინაშეც დადგებიან. მაგრამ ახალ ინვესტიციებზე და ბიზნესებზე ამას გავლენა ექნება, რადგან არავის სურს არასტაბილურ გარემოში ინვესტიციების განხორციელება. ეს კანონი ერთი წლის წინ დაანიცირეს და შემდეგ გაიწვიეს და მივიღეთ პირობა, რომ აღარ დააინიცირებდნენ. ბიზნეს პერსპექტივიდან არარეალურია, როდესაც იგივე პირები აინიცირებენ, ვინც პირობა დადო“, - გამაცხადა საშა ტერნესმა.

ცნობისთვის, დღეს 9 ბიზნესგაერთიანების წარმომადგენელმა ერთბლივად გამართულ პრესკონფერენციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახე“ კანონპრიექტთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ კამოწვევებზე, რაც კანონის მიღების შემთხვევაში შესაძლოა, საქართველოში შეიქმნას. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს მმართველ პარტიას კანონპროექტის გაწვევისკენ და დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ ეწინააღმდეგებიამ აღნიშნული კანონის მიღებას.

მერი ტაბატაძე