ქალაქი, სადაც ავტომობილები არ ივლიან

დანიაში ინოვაციური პროექტის განხორციელებას იწყებენ. ქალაქ ორჰუსის ჩრდილოეთით იგეგმება პატარა ქალაქის გაშენება, სადაც ავტომობილები არ იმოძრავებენ. დასახლებას "ნიუს" დაარქმევენ, რაც დანიურად "ახალს" ნიშნავს. ახალი ქალაქი მწვანე დასახლება იქნება. იგი ქალაქ ორჰუსთან ტრავმაით იქნება დაკავშირებული. ასევე მთელი ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ველობილიკებით, სადაც მოსახლეობას გადაადგილება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით შეეძლება.

ახალი ქალაქი შვიდ უბნად დაიყოფა, რომლებიც ერთმანეთთან რეკრეაციული პარკებით, არხებითა და ტბებით იქნება დაკავშირებული. ამას გარდა, ქალაქი ტყეებით და მინდვრებით იქნება გარშემორტყმული.

ახალი დასახლების პროექტზე მუშაობა მომდევნო ხუთ წელიწადში უნდა დასრულდეს.