მსოფლიო ბიზნესის ყველაზე წარმატებული ქალბატონები (+ფოტო)

გსურთ გახდეთ წარმატებული ქალი? ოდესმე გიოცნებიათ, წარმოუდგენელი წარმატებისთვის მიგეღწიათ და დაგემტკიცებინათ მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ბიზნესის მართვა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ, რომ ისინი ცდებიან? მაშინ გთავაზობთ გაეცნოთ მსოფლიო ბიზნესის უძლიერესი ქალბატონების ტოპ-ათეულს. (იხილეთ ფოტოგალერეა)

პირველი ადგილი - ინდრა ნუი 5 წლის განმავლობაში ამ ჩამონათვალის მოწინავე რიგებში იმყოფება. სწორედ მისი წყალობით კომპანია PepsiCo-ს აქციები 12%-ით გაიზარდა, ხოლო შემოსავალმა 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მეორე ადგილი- კომპანია Kraft Foods-ის აღმასრულებელი დირექტორი ირენ როზენფელდის ცოდნის, ინტუიციისა და ძალისმხმევის წყალობით კომპანიას დამსახურებული ადგილი უკავია განვითარებადი ქვეყნების ბაზარზე. თავის დროზე მან გაუსწრო ისეთ მსხვილ ინვესტორს, როგორიცაა უორენ ბაფეტი (კომპანია Cadbery), რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

მესამე ადგილი - პატრიცია უორცი ერთ-ერთ უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო-ბიოლოგიურ კომპანია Archer Daniels Midland-ს ხელმძღვანელობს. წარსულში პატრიციამ ნავთობის სფეროში წარმატებული კარიერა შეიქმნა, რამაც გავლენა იქონია მის მომავალზე. ამჟამად კომპანია ბიოსაწვავს აწარმოებს. ამ ნაბიჯით კომპანიამ ახალი ინვესტორები მიიზიდა, რამაც აქციების ღირებულების 13%-იანი ზრდა გამოიწვია.

მეოთხე ადგილი- ანჯელა ბრეილი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია WellPoint-ის ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ. ქალბატონი ჯანდაცვის დარგში ერთ-ერთ უძლიერეს და გავლენიან პერსონად ითვლება. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ კომპანია WellPoint დღემდე სადაზღვევო ბაზრის ლიდერია.

მეხუთე ადგილი - ანდრეა იუნგი კოსმეტიკის მწარმოებელ ცნობილ კომპანია Avon Products-ს ხელმძღვანელობს. თუმცა, ქალის ნიჭი იმდენად დააფასეს, რომ მისთვის სრულიად განსხვავებულ სფეროში მოუწია მუშაობამ - 2010 წელს კომპანია Apple-ის დირექტორთა საბჭოში მიიწვიეს.

მეექვსე ადგილი - მისი სახელი ფაქტობრივად ყველამ იცის. ოპრა უინფრი დამსახურებულად ითვლება მსოფლიო ბიზნესის ერთ-ერთ წარმატებულ ქალად. ოპრა არა მხოლოდ პოპულარული ტელეწამყვანია, ის კომპანია Harpo Studios-ს - სატელევიზიო შოუების მწარმოებელ წარმატებულ კომპანიასაც ხელმძღვანელობს.

მეშვიდე ადგილი - ელენ კულმანი - ლაქისა და საღებავების მწარმოებელი კომპანია DuPont-ის ხელმძღვანელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ. კომპანია ასევე მცენარეთა დაცვის საშუალებებს აწარმოებს. ელენმა კომპანიისთვის არც თუ ისე სახარბიელო პერიოდში დაიწყო მუშაობა, მაგრამ მალევე შეძლო კრიზისიდან მისი გამოყვანა.

მერვე ადგილი - ჯინი რომეტი, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის, კომპანია IBM-ის ვიცე-პრეზიდენტია. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ აქციების ფასი სწრაფად იზრდება. ბევრს სჯერა, რომ უახლოეს მომავალში ჯინი ამ მსოფლიოში ცნობილ კორპორაციის პრეზიდენტი გახდება.

მეცხრე ადგილი - კომპანია Xerox-ს ნამდვილად გაუმართლა, რომ მის სათავეში ურსულა ბერნსი დგას. ქალი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას ნულიდან: ურსულამ კომპანიაში სტაჟორად დაიწყო მუშაობა ინჟინერ-მექანიკოსის თანამდებობაზე და დროთა განმავლობაში წარმოუდგენელ სიმაღლეს მიაღწია - კომპანიის პრეზიდენტი გახდა.

მეათე ადგილი - კეროლ ბარტსი 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფირმა Autodesk-ს. სწორედ მისი წყალობით კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი გახდა. ამ დროისთვის კეროლი Yahoo!-ს გენერალური დირექტორი გახლავთ. ამბობენ, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანიამ ათეულობით მილიონი დოლარი იზარალა, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ეს მისი წინამორბედის, ჯერი იანგის გამო მოხდა, რომელმაც კომპანია Microsoft-თან გარიგება ჩაშალა. ამის მიუხედავად, ქალის საქმიანი თვისებები ეჭვგარეშე რჩება.

დუდანა ზაქარაია

იხილეთ ფოტოგალერეა