მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „გაზპრომ ექსპორტსა“ და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის დასადები ხელშეკრულება განიხილეს.
როგორც ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის „გაზპრომთან“ 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების შედეგი.
„ეს არის „გაზპრომთან“ 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ვრჩებით ძველ ფორმატში და რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთის მიმართულებით გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობების 10% ნედლეულის სახით დარჩება ქვეყანაში. ეს არის ერთწლიანი ხელშეკრულება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე იქნა გამოტანილი და შესაბამისად, იქნება ხელმოწერილი „გაზპრომ ექსპორტსა” და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის“, - განაცხადა კახა კალაძემ.