კანადის ქალაქ ფორტ მაკმარეიში ძლიერმა ხანძარმა საცხოვრებელი სახლების მეხუთედი გაანადგურა. „ბიბისის“ ცნობით, როგორც ადგილობრივი მთავრობა იტყობინება, იმისათვის რომ ქალაქი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, წლები იქნება საჭირო.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 7 მილიარდს აღწევს. ერთი კვირის წინ გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო, 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის ცეცხლი დაახლოებით 1 600 კვადრატული კილომეტრის ფართობზეა გავრცელებული.
მეხანძრეებმა ცეცხლის რამდენიმე კერის ჩაქრობა უკვე შეძლეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის მასშტაბი შემცირდა, ევაკუირებულ მოქალაქეებს ურჩევენ, ქალაქში დაბრუნებისგან თავი შეიკავონ.