იაპონურმა Sony-მ ახალი გეგმა დააანონსა, რომლის თანახმად, კომპანია შექმნის რობოტს, რომელიც ადამიანებთან ემოციური კავშირის დამყარებას შეძლებს.
ამის შესახებ Sony-ს გენერალურმა დირექტორმა კაძუო ჰირაიმ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში კომპანიამ შექმნა სპეციალური ორგანიზაცია, რომელიც რობოტების შექმნაზე იმუშავებს.
კომპანიის ახალ იდეაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.