VW -მა გაყიდვებით Toyota-ს გაუსწრო

ზედიზედ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოს საავტომობილო წარმოების ლიდერი

იაპონური ავტოგიგანტი Toyota Motor გაყიდვების მაჩვენებლით პირველობას კარგავს.

მიმდინარე წლის პირველი ნახევრის გაყიდვების მაჩვენებლით მან პირველობა  მისი გერმანელი კონკურენტის სასარგებლოდ დაკარგა.

ევროპის უმსხვილესმა და მსოფლიოს რიგით მეორე ავტომწარმოებელმა გიგანტმა, გერმანულმა Volkswagen Group-მა, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, მიუხედავად ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე აგორებული „დიზელის სკანდალისა“, მაინც მოახერხა გამხდარიყო ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო კომპანია.

Volkswagen Group-ის გაყიდვებმა მიმდინარე წელს 5,12 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,5%-ით მეტია. ამავე პერიოდში Toyota Motor-მა 5,02 მილიონის რეალიზება მოახერხა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 0,6%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება მესამე ადგილს, 4,76 მილიონი გაყიდული ავტომობილით

ამერიკული General Motors იკავებს, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1,2%-ით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ Toyota Motor-სის გაყიდვებში მოცემულია როგორც საკუთრივ ბრენდის, ასევე მისი შვილობილი კომპანიების Lexus -სა და Daihatsu-ს მაჩვენებლებიც, ხოლო VW Group-ის მაჩვენებლი მოიცავს მასში შემავალი 12-ვე ბრენდის, მათ შორის Audi, Porsche, Skoda, Seat და სხვა ბრენდების გაყიდვებს.

ორივე ავტომწარმოებელი ამ მაჩვენებელში აერთიანებს მძიმე სატვირთო ავტომობილების გაყიდვების რიცხვსაც.

კოკა კვირკველია