ამერიკული აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers (PwC)-ის წინაღმდეგ არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო სარჩელი შევიდა.
მოსარჩელე მხარე კომპანიისგან ანაზღაურების სახით 5,5 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს. PwC-ს გაკოტრებული კომპანია Taylor, Bean & Whitaker (TBW) ედავება, რომელიც იპოთეკური სესხების სფეროში მუშაობდა.
მოსარჩელის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიაში აუდიტის ჩატარების დროს PricewaterhouseCoopers-მა ვერ აღმოაჩინა თაღლითური სქემები, მათ შორის გაყალბებული დოკუმენტაცია, რამაც საბოლოო ჯამში 2009 წელს კომპანიის გაკოტრება გამოიწვია. თავის მხრივ, PricewaterhouseCoopers-ში აცხადებენ, რომ აუდიტის დროს რაიმე სახის დარღვევა არ ყოფილა.
მედიის ცნობით, საქმეზე სასამართლო პროცესი სულ მცირე 1,5 თვეს გაგრძელდება.