საბაჟო გამშვებ პუნქტში „ლაგოდეხი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 110.94 გრ. ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6,890.35 ლარი შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6,890.35 ლარის ოდენობით შეეფარდა.