კიბერდანაშაულის ზრდასთან ერთად, საგრძნობლად გაიზრდება კიბერდანაშაულით გამოწვეული ზარალი და 2021 წლისთვის 6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
Cybersecurity Ventures-ის ანალიზის თანახმად, კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების შემდეგ, ჰაკერების მთავაზი სამიზნე სატრანსპორტო სექტორი და ელექტროსადგურები გახდება.
„კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გლობალური დანახარჯებით 2017-დან2021 წლამდე ჯამში 1 ტრილიონი დოლარით გაიზრდება“, ნათქვამია Cybersecurity Ventures-ის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2015 წელს კიბერდანაშაულით გამოწვეული ზარალი 3 ტრილიონი დოლარი იყო. 2016 წელს რეკორდულად გაიზარდა კიბერდანაშაულით დაზარალებულთა რიცხვი, რომელიც წამში 12-ს შეადგენს.