ევროპის ქალაქებს შორის, თბილისში Airbnb-ზე ბინის დაქირავება ყველაზე იაფია.
ამის შესახებ გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" წერს.
გამოცემამ Airbnb-ის მიერ შედგენილი ევროპის 25 ყველაზე იაფი ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის ლიდერიც თბილისია.
Airbnb-ის მონაცემებით, თბილისში ერთი ღამით ბინის დაქირავება 23,60 ფუნტად არის შესაძლებელი.
"თბილისში ასევე შეგიძლიათ იქირავოთ ბინა, სადაც სამი პერსონა ერთი ღამით მხოლოდ 28 ფუნტი ღირს", - წერს "ბიზნეს ინსაიდერი".
პირველ ათეულში ასევე არიან - ბელგრადი, სტამბოლი - 25.90 ფუნტი ერთი ღამე, თესალონიკი, სოფია, ბუქარესტი - 26.70 ფუნტი ერთი ღამე, სანკტ პეტერბურგი, კიევი - 27.50 ფუნტი ერთი ღამე, ვარშავა, ზაგრები, კრაკოვი, ვროცლავი - 30.65 ფუნტი ერთი ღამე და ლაიფციგი - 31.40 ფუნტი ერთი ღამე.
Airbnb-ის რეიტინგში საერთო ჯამში 200 ქალაქი მოხვდა. Airbnb მოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იაფფასიანი ბინების დაქირავებას სთავაზობს.