ბაზარზე ახალი ბრენდი „ფრუტჩხელა“ გამოჩნდება - კომპანია შეკვეთებს  საფრანგეთში გასაგზავნად უკვე ამზადებს

სულ მალე ადგილობრივ ბაზარზე ახალი ბრენდი „ფრუტჩხელა“ ( Fruitchkhela) გამოჩდება. პროდუქტის მწარმოებელი შპს „პროდლაინია“, რომელიც შეკვეთების დამზადებას უკვე საფრანგეთში გასაგზავნადაც იწყებს. როგორც კომპანიის შესყიდვების მენეჯერი დავით რამაზაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს არის ნატურალური წვენებით დამზადებული თათარა, რომელსაც ნუშის, ნიგვზის და თხილის შიგთავსი აქვს. მისივე ინფორმაციით, ნედლეული მთლიანად ადგილობრივია.

დავით რამაზაშვილის თქმით, საწარმო დიღომში, იჯარით აღებულ ობიექტში განთავსდა და ამ დროსითვის, უკვე 6 ადამიანს ასაქმებს.

როგორც კომპანიის შესყიდვების მენეჯერი აცხადებს, უცხოეთიდან პროდუქტზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფართო გამოჩენამდე, „ფრუიტჩხელა“ საფრანგეთში გაიყიდება.

„წარმოება მომდევნო კვირიდან დაიწყება. თვის ბოლოს კი, ჩვენი პროდუქტი ადგილობრივი ბაზრის მცირე ქსელებში გამოჩდება. იქიდან გამომდინარე, რომ საექსპორტო დიდი შეკვეთები გვაქვს, დიდი ქსელებთან შეთანხმება საახალწლოდ ვერ მოესწრო. შესაბამისად, დიდი ობიეტებში, სავარაუდოდ, იანვარში შევალთ.

ჯერჯერობით, 3 სახეობის პროდუქტი გვექნება. კერძოდ, სხვადასხვა წვენისგან დამზადებული თათარა, რომელსაც თხილის, ნუშის და ნიგვზის შიგთავსი ექნება. თუმცა, სხვადასხვა ზომის შეფუთვებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის იგივე ჩურჩხელა, უბრალოდ, ჩვენი საპატენტო სისტემა ძაფსაც მოიცავს, რაც ჩურჩხელას და ჩვენ პროდუქციას განასხვავებს.

რაც შეეხება ნედლეულს, მთლიანად ადგილობრივია“,-ამბობს დავით რამაზაშვილი.

მისი თქმით, საწარმო ადგილობრივი ინვესტიციებით შეიქმნა, სამომავლოდ კი წარმოების გაფართოვებაც იგეგმება.

„ჩვენი საწარმო სოფელ დიღომში გაკეთდა, ეს არის იჯარით აღებული ფართი, რომელიც თანამდეროვე დანადგარებით არის ჭურვილი. მომავალი წლის დასაწყისიდან კი სერტიფიცრებასაც გავივლით.

ინვესტიცია მთლიანად ადგილობრივია, ორი პარტნიორ ვართ. თუმცა, ვაპირებთ, რომ გავფართოვდეთ. ამ დროისთვის 6 ადამიანს ვასაქმებთ, მაგრამ წარმოების ზრდის პარალელურად, მათ რაოდენობსაც გავზრდით“,-ამბობს დავით რამაზაშვილი.

მისივე ინფორამციით, კომპანია იანვარში პროდუქტს საფრანგეთში გატანს, მოგვიანებით კი ბალტიის ქვეყნებსა და აშშ-ში.

„საკმაოდ დიდი საექსპორტო ბაზარი მოვიძიეთ. პირველ ეტაპზე, კერძოდ, იანვარში პროდუქტს საფრანგეთში გავიტანთ, თებერვალისთვის ბალიტიის პირეთის ქვეყნებში, ხოლო გაზაფხულისთვის - აშშ-ში.

გარდა ამისა, ვაპირებთ, რომ სხვადასხვა სახეობის წვენებითაც გავამრავალფეროვნოთ ჩვენი პროდუქცია. სახელი “ფრუიტჩხელაც“ სწორედ ამიტომ შეირჩა. როგორც იცით, ტრადიციულად თათარა მხოლოდ, ყურძნის წვენისგან მზადდება, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა სხვა ხილის წვენებისგანაც. ისეთებისგან, როგორიცაა: მაყვალი, ბროწეული და აშ. შესაბამისად, სულ მალე ასორტიმენტსაც გავაფართოვებთ.

ცოტა ადგილობივი ნედლეულის პრობლემამ იჩინა თავი. ნატურალური წვეყნები ადგილზე დიდი რაოდენობით არ იწარმოება. ახლა ვცდილობთ, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ დიდი კომპანიებთან, თუმცა შეიძლება ამ პროცესს არც დაველოდოთ და ნედლეულის გარკვეული რაოდენობის იმპორი განვახორციელოთ. გაზაფხულიდან კი ახალი ასორტიმენტი შევთავზოთ მომხმარებლებს“- აღნიშნავს დავით რამაზაშვილი.

ნინი ქეთელაური