აკაკი ბობოხიძე: თუ პენსია 10 ლარზე მეტით არ გაიზრდება, რეალურად ეს იქნება არა მატება, არამედ ინფლაციის შედეგის "ამოვსება"

ოპოზიციონერი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის შეფასებით, თუკი პენსია 10 ლარზე მეტი ოდენობით არ გაიზრდება, რეალურად ეს იქნება არა მატება, არამედ ინფლაციის შედეგის "ამოვსება".

"2012 წელს დოლარებში გადაყვანილი 150-ლარიანი პენსია, 90 დოლარი იყო და დღეს 150 ლარი 85 დოლარია. რომ არაფერი ვთქვათ ფასების მატებაზე, დღევანდელი 150 ლარი უკვე აღარ არის ის 150 ლარი, რაც 2012 წელს იყო, ის დაახლოებით 9 ლარით ნაკლებია. ამიტომ თუკი პენსიას 10 ლარზე მეტად არ მოუმატებთ, ეს იქნება არა მატება, არამედ ინფლაციის შედეგის ამოვსება", - მიმართა ბობოხიძემ ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, უმცირესობის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.

პენსიების ზრდასთან დაკავშირებით მინისტრი მხოლოდ იმას ამბობს, რომ 2015 წლისათვის პენსია გაიზრდება, თუმცა რა ოდენობით, ხადური ამას ჯერ ვერ აკონკრეტებს.