"ინტენსიური ურბანიზაციის პროგრამის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებული!"
ყოფილი პარლამენტარი ირაკლი გოგავა სთხოვს მთავრობას, შეიმუშაონ ქვეყნის ინტენსიური ურბანიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის გარეშეც ქვეყნის რეალური განვითარება გაჭირდება.
როგორც გოგავა აცხადებს, ”მოსახლეობის- 53,7% ქალაქში, 46,3% კი სოფელში ცხოვრობს. სოფლად მცხოვრები 2 მლნ ადამიანი აწარმოებს მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს. აუცილებელია 8-10 წლიანი სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აშენდება 10 მილიონამდე კვ.მ. საცხოვრებელი ფართი თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ქობულეთში, ფოთში, ანაკლიაში… ეს ფართები საცხოვრებლად გადაეცემათ სოფლის მკვიდრთ. მილიონი ადამიანის ქალაქში გადმოყვანა 35-40%-ით გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას ქვეყანაში, მოიმატებს საერთო განათლების და ჯანდაცვის დონე, გაიზრდება ეკონომიკის ზრდის ტემპი, გაიზრდება მშპ. პროექტის ღირებულება 10 წლის განმავლობაში დაახლოებით $3 მლრდ. იქნება”.