ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გუდაურში სასტუმროების მფლობელებს შეხვდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გუდაურში სასტუმროების მფლობელებს შეხვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან საუბრისას გიორგი ჩოგოვაძემ და სასტუმროების მფლობელებმა მთის კურორტის კიდევ უფრო განვითარების სამომავლო გეგმები და პერსპექტივები განიხილეს - განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე. მათივე ცნობით, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც დეტალების განხილვა იგეგმება. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, იმისათვის, რათა სწორად მოხდეს გუდაურის განვითარების დაგეგმვა, კერძო სექტორის ჩართულობა და მათთან მჭიდრო კოორდინაცია მნიშვნელოვანია.