რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ, კრისტინ ლეგარდთან სატელეფონო საუბარში უკრაინისთვის გრძელვადიანი საკრედიტო დახმარების საკითხი განიხილა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში შექმნილი რთული ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის საერთაშორისო დახმარების საკითხი. 21 იანვარს კრისტინ ლეგარდმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს დაუჭერს უკრაინის ფინანსირების გრძელვადიან გეგმას სტრუქტურული ეკონომიკური და ფისკალური რეფორმების სანაცვლოდ.