ჰოლდინგი "ტრიო ჯგუფი" საქართველოში სათამაშო ბიზნესის წარმოებისთვის ქართული ლიცენზიის მოპოვებას აპირებს.
ამის შესახებ ჰოლდინგში შემავალი "პირველი ბუქმექერული კომპანიის" წარმომადგენელმა მაქსიმ ბაევმა Betting Business Russia-ს განუცხადა.
"ქართული ბაზარი ძალიან გვაინტერესებს, რადგან დაშვებულია როგორც სათამაშო, ასევე ბუქმექერული ბიზნესი. ჩვენ ვხედავთ ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივებს. ამ ეტაპზე ვეძებთ პარტნიორებს პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ, შემდეგ კი საკუთარ ლიცენზიას მოვიპოვებთ", - აღნიშნა მაქსიმ ბაევმა.