მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში უკრაინიდან უკვე 3 მლნ ტონაა ექსპორტირებული

გაეროს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც 22 ივლისს ხელი მოეწრა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებას უკრაინის პორტებიდან ექსპორტირებულია 3 მლნ ტონა ბურღულეული. მათივე ცნობით, ქვეყნის პორტები დატოვა 300-მდე ხომალდმა.

„14 სექტემბრის მონაცემებით, ხორბლისა და სხვა პროდუქტის საერთო ტონაჟმა 3 060 110 ტონა შეადგინა. ამ მონაკვეთში ტვირთის გადატანის უფლება გაცემულია 297 ხომალდზე, მათ შორის 161 უკრაინულმა პორტებმა მიიღო, ხოლო 136-მა უკრაინული პროტები დატოვეს,“ - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, მხოლოდ დღეს 15 სექტემბერს უკრაინის პორტებს დატოვებს 9 ხომალდი. რომელთაგან Astra Centaurus (55 ატასი ტონა ხორბალი) გაემგზავრება ესპანეთში, Norah (30 ატასი ტონა რაფსი) - ბელგიაში, Valerio (26 ტონა სიმინდი) - თურქეთში, Derg (9,6 тысяч ტონა მზესსუმზირის ზეთი) ნიდერლანდებში, Maher (7,8 ატსი ტონა ხორბალი) - ტუნისში, Octopus 6,5 ათას ტონა სიმინდს რუმინეთში ჩაიტანს, ხოლო Lara S - 5750 ტონა მზესუმზირის ზეთს იტალიაში, დღესვე უკრაინულ პორტებს დატოვებს Eider S (50855 ტონა სიმინდი) ესპანეთში და KAN 2 (11 ათასი ტონა სიმინდი და 2982 ტონა ქერი) ლივიაში.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს გაეროს, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის მონაწილეობით მოხდა ორი დოკუმენტის გაფორმება, რომელიც ითვალისწინებს დერეფნის შექმნას უკრაინის სამი პორტიდან ტვირთების გამოსატანად.

კოკა კვირკველია