მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილება განიხილეს.

მათივე ცნობით, ცვლილებებით, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ აუდიტის დროს დაფიქსირებული რეკომენდაციები კანონმდებლობაში აისხება.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" დირექტორის მოადგილის, ივანე აბაშიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც განათლებას საქართველოს საზღვაო სასწავლებლებში მიიღებენ, კომპეტენციის სერტიფიკატის საქართველოში მიღება აღარ შეეძლებათ. აგრეთვე, გასწორდება კანონში არსებული ხარვეზები.

„მეზღვაურთა გასაუბრების პროცესი საჭიროებს დახვეწას, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საგამოცდო პროცესში მოქმედი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მეზღვაურები - ექსპერტები ჩაერთოს ", - განაცხადა მომხსენებელმა.