jobs.ge-ზე წლიურად ვაკანსიების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა - რა საქმიანობებზე გამოცხადდა ყველაზე მეტი ვაკანსია

jobs.ge-ზე წლიურად ვაკანსიების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2022 წელს, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, 38 048 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 38%- ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 155%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, როგორც PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული, 2022 წელს, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 7% შეადგინა.

კვლევაში ასევე მოცემულია, 2022 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით.

კერძოდ, PMCG-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 12 990 ვაკანსია საიტზე ტექნიკურ/ლოჯისტიკურ საქმიანობებზე იყო გამოცხადებული. მას მოსდევს გაყიდვები/შესყიდვები - 11 179 ვაკანსიით, მე-3 ადგილზეა - ადმინისტრაცია/მენეჯმენტის მიმართულება, რაზეც 7 905 ვაკანსია დაფიქსირდა.

ჩამონათვალში ხვდება ასევე:

  • ფინანსები - 5 575 ვაკანსია;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები - 2 301 ვაკანსია;
  • სხვა - 9 942 ვაკანსია.
თაია არდოტელი