საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი შემცირდა

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 355,921 მლნ დოლარით, წინა თვესთან შედარებით კი, 92,349 მლნ დოლარით შემცირდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 7.691 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 22.340 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8.047 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 25.084 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2022 წლის ივლისის მონაცემებს, საგარეო ვალი 7.784 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 21.524 მლრდ ლარს შეადგენდა.

2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, EIB -ს მიმართ ვალი - 808,497 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1.219 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1.795 მლრდ დოლარს აჭარბებს.

თაია არდოტელი