საქსტატის ხელმძღვანელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, მერი დაუშვილმა სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ. თანამშრომლობის ფარგლებში საქსტატი მისიის წევრებს მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოფს სტატისტიკური ინფორმაციით.

სავალუტო ფონდის უძრავ ქონებაზე/განაკვეთზე ტექნიკური დახმარების მისია საქართველოს შესახებ მოხსენებას ამზადებს და ამ მიზნით ქვეყანაში 17 მარტამდე დარჩება. მხარეებმა ასევე განიხილეს მისიის ამოცანები, პოლიტიკის და შემოსავლების ადმინისტრაციის პრიორიტეტები.

ვიზიტის ფარგლებში სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები მაღალი რანგის შეხვედრებს მართავენ. ვიზიტის ბოლოს კი სპეციალურ ანგარიშს მოამზადებენ.