ინდოელმა მაგნატმა ჯეფ ბეზოსის ადგილი დაიკავა

პირველად, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის რეიტინგის მოწინავე პოზიციაზე აზიელი ადამიანი იმყოფება. ეს ტიტული ინდოელმა გაუტან ადანიმ მოიპოვა, რომელიც წლის დასაწყისში რეიტინგის მე-14 პოზიციას იკავებდა, ამჟამად კი, 146,9 მილიარდი დოლარით მე-2 ადგილზე განთავსდა, რომელზეც აქამდე ჯეფ ბეზოსი იმყოფებოდა. Amazon -ის დამფუძნებელი ამჟამად მე-3 ადგილს დასჯერდა. რეიტინგის სათავეში კი ილონ მასკი იმყოფება 260 მლრდ დოლარით.

საქმე იმაშია, რომ Adan Enterprises-ის აქციები ამ კვირაში რეკორდულად გაძვირდა. მისი ჯგუფის ზოგიერთი კომპანიის აქციები ბოლო ერთ წელში 1000%-ზე მეტით გაიზარდა.

რაც შეეხება ბეზოსს, Amazon-ის აქციები წელს 26%-ით დაეცა, სწორედ ამით აიხსნება ბეზოსის ერთგვარი „ჩამოქვეითება“, თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ აქციების მატებასთან ერთად, მოწინავე პოზიცია მან ნებისმიერ დროს შეიძლება დაიბრუნოს.

ეკა დარჩიაშვილი