სერგეი ლავროვი დასავლეთს უკრაინისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დასავლეთს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს კიევს, რომელიც მინსკის შეთანხმებას ბლოკავს.

ამის შესახებ "ინტერფაქსი" იტყობინება. "შესაძლოა დასავლელი პარტნიორები ვერ ამჩნევენ, მაგრამ საჭიროა ყურადღება მიექცეს მათ. მინსკის შეთანხმების სრულად განხორციელების პროცესს უკრაინის მთავრობა ბლოკავს", - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთს კიევის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთავაზობს, რაც, რუსი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინას აიძულებს მინსკის შეთანხმება შეასრულოს.