თურქეთმა მზესუმზირის ზეთზე იმპორტის 10%-იანი გადასახადი დააწესა

თურქეთის მთავრობამ მზესუმზირის ზეთზე იმპორტის 10%-იანი გადასახადი დააწესა.

პრეზიდენტის ბრძანებულება იმპორტის რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ძალაში ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ შევიდა. ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს.

როგორც ქვეყნის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა განმარტა, 0%-დან 10%-მდე განაკვეთი იმ მიზეზით გაზარდეს, რომ თურქეთში მზესუმზირის მოსავლის აღებისას ფერმერებს ხელი შეუწყონ და შიდა გადამუშავება უზრუნველყონ.

ეკა დარჩიაშვილი