2015 წლის თებერვალში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 17.0%-ით გაიზარდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 17.0%-ით გაიზარდა.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის თებერვალში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 45 356 ერთეული შეადგინა.  "ამა წლის თებერვალი 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით, უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის თებერვალთან (31970 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 7.9%-ით, 2012 წლის თებერვალთან (32251 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 6.9%-ით, 2013 წლის თებერვალთან (33987 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 1.5%-ით და 2014 წლის თებერვალთან (38 751 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 11.0%-ით", - ნათქვამია განცხადებაში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 31.5%-ით გაიზარდა. "ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (46.2%-ით), ისე მეორადი (28.8%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2015 წლის თებერვლის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010-100) დაფიქსირდა 1.078 დონეზე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.921). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (17.3%-ით), ისე მეორადი (17.0%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის თებერვლის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 7 892, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 37 464 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად, 0.713 და 1.208 დონეებზე დაფიქსირდა. პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით უცვლელი დარჩა: ა.წ. თებერვალში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 82.6%-ს მეორადი, ხოლო 17.4%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.