"მედუზა" - როდემდე არ ჩაიკეტება რუსეთის საზღვარი

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, რუსეთი მღელვარების დიდმა ტალღამ მოიცვა. მოსახლეობა ქვეყანას პანიკურად ტოვებს.

როგორც ტელეგრამ არხი „მედუზა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის საზღვრების ჩაკეტვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის დასრულებამდე, ანუ 27 სექტმებრამდე არ იგეგმება, მაგრამ სიტუაცია შესაძლოა, შეიცვალოს თუ ის უკონტროლო გახდება.

პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში ავიაბილეთების ფასებმა მოიმატა. როგორც რუსული მედია წერს, მოსკოვიდან სტამბოლის, ერევნის, ბაქოს და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, უახლოესი პერიოდისთვის „ავიარეისებზე ბილეთები აღარ დარჩა“. როგორც მედია წერს, 23-24 სექტემბრამდე ყველა ბილეთი გაყიდულია.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქციები, სადაც მოსახლეობა მობილიზაციის გაუქმებას მოითხოვს. აქციებზე 1500-მდე ადამიანი დააკავეს, რომლებსაც 15 წლამდე ციხე ემუქრებათ.

ეკა დარჩიაშვილი