რუსეთის მოქალაქე ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, გიორგი თედეევი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა თბილისის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა და გაასაღა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი "ჯეკ დენიელსი" და "ნეფტი".

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.