ინფლაციის გამო Fed-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

Fed-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. მიზეზი ინფლაციაა. რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზრო პუნქტით გაიზარდა და 3,25%-იან ნიშნულს მიაღწია, წლის ბოლომდე კი, ამ მაჩვენებელმა შესაძლოა, 4,25%-4,50%-იან ნიშნულს მიაღწიოს.

გამკაცრების პოლიტიკა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ფედერალური რეზერვი განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილებას კიდევ ორჯერ მიიღებს.

ეკა დარჩიაშვილი