ორწლიანი პაუზის შემდეგ კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი - AD BLACK SEA დაბრუნდა

2022 წლის 16-17 სექ­ტემ­ბერს ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ კრე­ა­ტი­ვის სა­ერ­თა­შო­რიო ფეს­ტი­ვა­ლი - AD BLACK SEA დაბ­რუნ­და.

ფეს­ტი­ვა­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად ქა­ლაქ ბა­თუმ­ში იმარ­თე­ბა და რეკ­ლა­მით და მარ­კე­ტინ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს აერ­თი­ა­ნებს. პროგ­რა­მა ერ­თნა­ი­რად სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორც უკვე გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის, ასე­ვე დამ­წყე­ბე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის.

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­დღი­ა­ნი პროგ­რა­მა და­ხუნძლუ­ლია სე­მი­ნა­რე­ბით, ვორკშო­პე­ბით, პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სი­ე­ბით და სა­ღა­მოს პროგ­რა­მით. ფეს­ტი­ვა­ლის კულ­მი­ნა­ცია კი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­აა, სა­დაც წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი, 11 კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ავ­ლენს.

ფეს­ტი­ვა­ლი უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია იმარ­თე­ბა და რე­გი­ონ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მისი მი­ზა­ნი ამ პლატ­ფორ­მის ირ­გვლივ შავი ზღვის აუ­ზის ქვეყ­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ერ­თმა­ნე­თის­თვის ცოდ­ნის და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და რე­გი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა იყო. წლი­დან წლამ­დე ფეს­ტი­ვა­ლის მას­შტა­ბის ზრდა ამ მიზ­ნის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ლე­ბის­კენ მი­უ­თი­თებს და რი­გით მე­ექ­ვსე ფეს­ტი­ვალ­ზე, ორ­წლი­ა­ნი პან­დე­მი­უ­რი პა­უ­ზის მი­უ­ხე­და­ვად, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სტუმ­რე­ბის რე­კორ­დულ რა­ო­დე­ნო­ბას ელო­დე­ბი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ფეს­ტი­ვა­ლის გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, Ad Black Sea აღარ მი­ი­ღებს რუ­სულ და ბე­ლა­რუ­სულ ნა­მუ­შევ­რებს და სტუმ­რებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი. მათ­თვის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფა­სო, ხოლო ფეს­ტი­ვალ­ზე დას­წრე­ბა ნა­ხე­ვარ ფა­სად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ad2-50112-1663843247.jpg

ფეს­ტი­ვალ­ზე წელს 1000-ზე მეტ დე­ლე­გატს ელო­დე­ბი­ან. ნა­მუ­შევ­რე­ბი კი უკვე მი­ღე­ბუ­ლია და სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი ამ წუ­თებ­შიც მუ­შა­ობს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად.

სა­ერ­თო ჯამ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­დგე­ნი­ლია 500 ნა­მუ­შე­ვა­რი 7 ქვეყ­ნი­დან.

სა­კონ­კურ­სო 11 კა­ტე­გო­რია კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • ADVERTISING CAMPAIGNS
  • BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING
  • DESIGN & BRANDING
  • DIGITAL & MOBILE
  • DIGITAL & MOBILE craft
  • FILM
  • FILM CRAFT
  • MEDIA
  • OUT OF HOME
  • PRINT & PUBLISHING
  • CREATIVE EFFECTIVENESS

ჟი­უ­რი სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რებს ოქ­როს, ბრინ­ჯა­ო­სა და ვერ­ცხლის ჯილ­დო­ებს გა­დას­ცე­მენ. ფეს­ტი­ვა­ლის ბო­ლოს, ქარ­თუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ცო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცია შე­ა­ჯა­მებს მთე­ლი წლის ქუ­ლებს და სა­უ­კე­თე­სო ქარ­თულ სა­ა­გენ­ტოს და დი­ზა­ინ სტუ­დი­ა­საც გა­მო­ავ­ლენს. სა­ა­გენ­ტო­ე­ბი ქუ­ლებს წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­ში­რო­სო ფეს­ტი­ვალ­ზე აგ­რო­ვე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სე­მი­ნა­რო პროგ­რა­მას, ფეს­ტი­ვალ­ზე სპი­კე­რე­ბი მოწ­ვე­უ­ლი არი­ან დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან, ეს­პა­ნე­თი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, თურ­ქე­თი­დან, აშშ-დან, პო­ლო­ნე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან და ა.შ. სტუმ­რებს შო­რის იქ­ნე­ბი­ან მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ ფას­და­უ­დე­ბელ გა­მოც­დი­ლე­ბას და ცოდ­ნას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ დე­ლე­გა­ტებს და გა­ნი­ხი­ლა­ვენ დარ­გის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ და მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებს.

ad1-50142-1663843297.jpg

ფეს­ტი­ვალ­ზე ონ­ლა­ინ ჩა­ერ­თვე­ბა სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რიც Sir John Hegarty, რომ­ლის წიგ­ნიც წელს პირ­ვე­ლად ითარ­გმნა ქარ­თუ­ლად, ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ცით.

Ad Black Sea 2022 პრო­ფე­სი­უ­ლი ზე­ი­მი და ერ­თგვა­რი გა­დატ­ვირ­თვაა დარ­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იმედს იტო­ვე­ბენ, რომ ორ­წლი­ან პა­უ­ზას ღირ­სე­უ­ლად აა­ნა­ზღა­უ­რე­ბენ და დე­ლე­გა­ტებს საკ­მა­რის ემო­ცი­ებს და შთა­გო­ნე­ბას გა­დას­ცე­მენ მო­მა­ვალ წლამ­დე.