გორის მერია - სოფელ ბერბუკში გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება - სოფელ ბერბუკში გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის ერთი მონაკვეთი უკვე დასრულებულია, ორ მონაკვეთზე კი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.

პროექტი 1 500 მეტრამდე გზის მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.