"ელიტ ელექტრონიქსისა" და "ბოშის" ერთობლივი პროექტი დღეიდან იწყება

"ელიტ ელექტრონიქსისა" და "ბოშის" ერთობლივი პროექტი - "ჩაანაცვლე ძველი ტექნიკა ახლით და მიიღე ნაღდი ფული 300 ლარამდე" საქართველოში დღეიდან იწყება.

"ელიტ ელექტრონიქსის" ინფორმაციით, მხოლოდ "ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ აქციით, რომელსაც "ბოში" სთავაზობს საქართველოს მოსახლეობას. მათივე ცნობით, "ელიტ ელექტრონიქსის" ამ აქციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა: მხოლოდ სურვილი შეცვალოთ ძველი ტექნიკა ახლით, ძველი ტექნიკის ფოტო და პირადობის მოწმობა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქცია ვრცელდება მხოლოდ პირველადი საჭიროების და მოთხოვნის ტექნიკაზე, რომელიც აუცილებელია იყოს ყველა ოჯახში. "ჩვენი მიზანია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს საუკეთესო ხარისხის "ბოშის" ტექნიკა. თუ თქვენ უკვე გაქვთ ძველი სარეცხი მანქანა, მაცივარი ან გაზქურა, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ახალი პროდუქტით "ელიტ ელექტრონიქსში". არსებული პროექტის ფარგლებში თქვენ არ მოგიწევთ ძველი სარეცხი მანქანის დაბრუნება, უბრალოდ საჭიროა, რომ წარადგინოთ ძველი სარეცხი მანქანის დამადასტურებელი რაიმე საბუთი, თუნდაც მისი ფოტოსურათი და თქვენ სანაცვლოდ გადმოგეცემათ ნაღდი ფული 300 ლარამდე "ელიტ ელექტრონიქსისგან" და "ბოშისგან". იმ შემთხვევაში, თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი, "ბოშისგან" იღებთ ქეშ-ბექს, მაგალითად თუ შეიძენთ სარეცხ მანქანას, რომელიც ღირს 1550 ლარი, თქვენ მიიღებთ 200 ლარს უკან. ეს ყველაფერი მოქმედებს საბანკო განვადების ან საკრედიტო ბარათით შეძენის შემთხვევაშიც", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ეს არის "ბოშის" მიერ დაფინანსებული პროექტი საქართველოში არსებული მდგომარეობის პირობებში მომხმარებლებისადმი ლოიალურობის გამოხატვის მიზნით. "ეს არის უპრეცედენტო აქცია, რომლის ანალოგი არ არსებობს და სპეციალურად მხოლოდ საქართველოში ახორციელებს ჩვენი პარტნიორი კომპანია. აქცია მოქმედებს შეზღუდული დროით. აქცია მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" ყველა ფილიალში", - აცხადებენ კომპანიაში.