Apple-მა ყველაზე თხელი მაკბუქი წარადგინა

სან-ფრანცისკოში გამართულ პრეზენტაციაზე Apple-მა  12-ინჩიანი (30,5 სმ.) ახალი ლეპტოპი წარადგინა.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ახალი მოდელი მსოფლიოში ყველაზე ენერგოეფექტური ლეპტოპია და დღესდღეობით ყველაზე თხელი - 13,1 მმ-იანი მაკბუქია, რომელიც მხოლოდ 921 გრამს იწონის.

ახალი მაკბუქი სამ ფერში იქნება წარმოდგენილი - ოქროსფერში, ვერცხლისფერსა და ნაცრისფერში. Apple-ის ახალ ლეპტოპს მხოლოდ ერთი პორტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეძენის შემთხვევაში ტრადიციული მეხსიერების ბარათებითა და USB პორტთან დაკავშირებული სხვა აქტივობებით ვეღარ ისარგებლებთ. ახალი მაკბუქი მხოლოდ ერთი პორტით იტენება და უკავშირდება სხვა დივაისებს. მისი ელემენტი დატენვიდან 9 საათის განმავლობაში მუშაობს.

ახალ მაკბუქზე გაუქმებულია მაუსის ე.წ. მარჯვენა ღილაკის ფუნქციაც და იგივე სამუშაოს მარცხენა ღილაკი ასრულებს თითის საკმარისი დროის განმავლობაში დაჭერის შემთხვევაში.

Apple-ის ახალი მაკბუქის საბაზო ფასი 1 299 დოლარიდან 1 599 დოლარამდე იქნება.