ბელარუსი მარცვლეულის ექსპორტს ექვსი თვით კრძალავს

ბელარუსის მთავრობის განკარგულებით, ქვეყნიდან ექვსი თვით მარცვლეულის ექსპორტი აიკრძალება. აღსანიშნავია, რომ ის არ შეეხება საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საქონელს, ასევე ტრანზიტულ გადაზიდვებს.

აკრძალვას დაქვემდებარებული საქონლის სიაში ​​შედის ხორბალი, ჭვავი, ქერი, შვრია, სიმინდი, წიწიბურა და ფეტვი.

აქამდე, ბელარუსის მთავრობამ მსგავსი განკარგულება მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის შესახებ მიმდინარე წლის 11 მარტს დააწესა. მაშინაც აკრძალვის ვადა ექვს თვეს მოიცავდა.

ეკა დარჩიაშვილი