Toyota-მ საბოლოოდ დახურა რუსეთის ქარხნები და თანამშრომლებიც დაითხოვა

კომპანია Toyota-ს რუსეთის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ კომპანიამ ოფიციალურად დახურა მისი სანკტ-პეტერბურგის ქარხანა რამდენიმეთვიანი გაჩერების შემდეგ. კომპანიაში აცახდებენ, რომ ვერ ხედავენ ვერანაირ შესაძლებლობას სამომავლოდ იქ წარმოების განახლების. კომპანია მოახდენს მისი რუსეთის სტრუქტურის ოპტიმიზებას და განაგრძობს ფუნქციონირებას მხოლოდ არსებული კლიენტების სერვისისთვის.

როგორც ცნობილია, სანკტ-პეტერბურგის ქარხანაში კომპანია 2 მოდელს RAV4 და Camry-ს აწარმოებდა, რომლებიც განკუთვნილი იყო, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსისა და სომხეთის ბაზრებისთვის. მას წლიურად 100 ავტომობილი უნდა ეწარმოებინა. გასულ წელს ამ ქარხანაში 80,8 ათასი ავტომობილი გადმოვიდა კონვეიერიდან.

2022 წლის მარტიდან კი კომპანიამ წარმოება გააჩერა და ეს პაუზა 6 თვე გაგრძელდა. ახლა კი კომპანიამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ეს ქარხანა დახუროს და დაითხოვოს იქ დასაქმებულები. რუსეთში წარმოების გაჩერების მიზეზი ამ ქვეყნის მხრიდან უკრაინაში შეჭრა და ომის წარმოებაა.

კოკა კვირკველია