ბაიდენი, რეფერენდუმების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს

აშშ და მისი მოკავშირეები აპირებენ შეიმუშავონ დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე რეფერენდუმების გამო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცახდებაში წერია.

„აშშ არასოდეს აღიარებს უკრაინულ ტერიტორიებს სხვის ტერიტორიად გარდა უკრაინისა. რუსული რეფერენდუმები არის ფიქცია, ცრუ წინადადება ძალით შეიერთოს რუსეთმა უკრაინის ნაწილი, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, მათ შორის გაეროს წესდების. ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა შევქმნათ დამატებითი სწრაფი და მძლავრი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ამას გარდა ამერიკა განაგრძობს კიევისთვის იარაღის მიწოდებას.

როგორც ცნობილია, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმები უკრაინის ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებზე პარასკევს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდება.

კოკა კვირკველია