"ქვეყანაში ყველა შემოსული ფილტრს გადის - უმეტესი ეთნიკურად ქართველია, არიან უკრაინელები, ბელარუსები, ყველა ერთმანეთს ჰგავს და რუსულად საუბრობენ"

უმეტესი ეთნიკურად ქართველია, არიან უკრაინელები, ბელარუსები, ყველა ერთმანეთს ჰგავს და რუსულად საუბრობენ , - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების ნაკადის ზრდასთან დაკავშირებულ კითხვას.

ზარქუა აცხადებს, რომ მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლამდე სპეციალურ ე.წ. ფილტრს გადიან.

“ბოლოს რადიკალურ ოპოზციას და მათთან აფილირებულ გარკვეულ ექსპერტებს მცდელობა ჰქონდათ, რომ შემოდინება და შემოსევაა. მარტივი სტატისტიკა უნდა აიღოთ და ნახავთ, შავით თეთრზე წერია როგორც შემომსვლელები ლარსზე, ასევე ვინც ჩამოფრინდა თვითმფრინავით, ასევე სარფის გამშვები პუქტიდან შემოსული და გასული ადამიანები, ბალანსი ჯდება - 52 000. მათგან უმეტესი არის ეთნიკურად ქართველი, ესაა რეალობა, იქ არიან ასევე უკრაინელები, ბელარუსები, ყველა ერთმანეთს ჰგავს და რუსულად საუბრობენ ძირითადად. ასე რომ ნუ ატყუებთ საზოგადოებას. 2019 წელს 3- ჯერ უფრო მეტი იყო რუსეთის მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში, როგორც ტურისტი. ყველა შემოსული ფილტრს გადის, კონტროლდება და ყველა აყვანილია ყურადღების ცენტრში", - განაცხადა ზარქუამ.