რას საქმიანობენ კომპანიები, რომლის „თეთრ სიაში“ შეყვანასაც თბილისის მერია ითხოვს

2021 წელს თბილისის მერიამ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ „თეთრ სიაში“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, 7 კომპანიაზე მიმართა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დედაქალაქი მერიიდან აცნობეს.

გთავაზობთ ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომლის „გათეთრებასაც“ (საქმის სრულფასოვნად შესრულებისთვის) მერია ითხოვს:

შპს „Construction Service“ - თბილისში, საქვეითო ხიდის ლითონკონსტრუქციების სამღებრო სამუშაოები.

შპს „არქიტრავი“ - თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩა N38-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოების, საპროექტო მომსახურებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

შპს „ენსისი“ - თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები

შპს „სეისმომედეგობა+“ - თბილისის მასშტაბით არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები

შპს „სკინჩი“ - თბილისის მასშტაბით ორმოული და პერიოდული შეკეთების სამუშაოები

შპს „ჯეუ გრუპი“ - თბილისში, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები

შპს „ჯიარჯი“ - თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.

ნინი ქეთელაური