აშშ-მა რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას დაწესებული სანქციების დარღვევისთვის ბრალი წარუდგინა

აშშ-ის პროკურატურამ რუს ოლიგარქს, ოლეგ დერიპასკას რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის ბრალი წაუყენა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, დერიპასკამ დაარღვია სანქციები იმით, რომ გამოიყენა აშშ-ის ფინანსური სისტემა სამი ძვირად ღირებული ქონების შესანარჩუნებლად და კალიფორნიის მუსიკალური სტუდია სხვისი სახელით შეიძინა.

პროკურორების განმარტებით, დერიპასკამ სანქციები იმითაც დაარღვია, რომ შვილების გასაჩენად მეგობარი გოგონას რუსეთიდან აშშ-ში გამგზავრებას შეეცადა.

ჟურნალ Forbes-ის თანახმად, დერიპასკას ქონება 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე მას სანქციები ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომაც დაუწესეს.