გერმანიაში შესაფუთი მასალების სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენა, FachPack 2022 ჩატარდა

Fachpack შესაფუთი მასალების სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც საშუალოდ 30 000 ვიზიტორი სტუმრობს და 1500-მდე მონაწილე ჰყავს. მიმდინარე წლის 27-29 სექტემბერს, გამოფენა გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში მიმდინარეობს. ეს შესაფუთი ინდუსტრიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც ეცნობიან თავიანთ სფეროში არსებულ სიახლეებს, ტექნოლოგიებს, მოთხოვნებს და შემდეგ წარმოებაში ნერგავენ კომპანიები. Fachpack-ს იყენებენ ერთგვარ მეგზურად, რომელმაც მთელს სექტორს მიმართულება უნდა მისცეს. გამოწვევებისა და ტრენდების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა კომპანია შესაფუთი სექტორიდან სწორედ აქ ცვლის ინფორმაციას.

წელს გამოფენის მთავარ თემად სრულად საკვების შეფუთვებზე გადასვლა წარმოადგენდა, რაც კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა. მიზანი კი საკვები პროდუქტების ჰიგიენური ნორმების უფრო მეტად დაცვაა.

გამოფენა მსოფლიოს მასშტაბით იზიდავს საკვების, სასმელების, ფარმაცევტული საშუალებების, კოსმეტიკური საშუალებების, ქიმიკატების, ჯანმრთელობის დაცვის, არასასურსათო საშუალებების, შინაური ცხოველების საკვების, ავტომობილების, ტექნიკური სტატიების, სამედიცინო ტექნოლოგიების, აგრეთვე სხვა სამომხმარებლო და სამრეწველო ინდუსტრიებს.

308069644-794204691785337-4694811450075489422-n-1664542669.png

ქართული კომპანიები გამოფენაზე წარმოდგენილნი არიან მე-9 დარბაზში, 60 კვ.მ სივრცეში, სადაც პოტენციურ პარტნიორებს თავიანთ პროდუქციას აცნობენ.

კომპანიები ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში და ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ასოციაციის - შესაფუთი მასალების მწარმოებელთა კლასტერის (PMAG) მეშვეობით.

შესაფუთი მასალების ინდუსტრია სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ საექსპორტო პოტენციალის მქონე ახლად იდენტიფიცირებული სექტორია, ხოლო ამ დარგის კომპანიები, სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო გამოფენაში პირველად იღებენ მონაწილეობას.

სააგენტო მუდმივად მუშაობს ექსპორტის პოტენციალის მქონე სექტორის იდენტიფიცირებასა და მათ ხელშეწყობაზე.

საქართველოს მასშტაბით, Fachpack-ის გამოფენაში მონაწილეობენ: „კოლორ ჯგუფი“, „პოლივიმი“, „კავკასპეკი“, „ფაბრიკა 1900“, შპს „მწვანე საჩუქარი“, „გრინპაკი“ და „შეიდი“.

308449031-5868271689892099-1735955617215351375-n-1664542692.jpg

ნიურნბერგში ასევე დაგეგმილია შეხვედრა ქართულ დიასპორასა და საქართველოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის, რომლის ორგანიზატორიც გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა. ღონისძიება ხორციელდება პროექტის - ,,ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში.

(R)