საქართველოს რკინიგზის შემოსავლები როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაშიც გაიზარდა

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს შემოსავლები ლარში 11.95%-ით გაზარდა. დოლარში კი შედარებით ნაკლები, 8.04%-ით - ამის შესახებ ინფორმაციას ,,თიბისი კაპიტალი" ავრცელებს.

კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციით, პოზიტიური დინამიკა გაგრძელდა 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში. შემოსავალი 12.06%-ით გაიზარდა ლარში, ხოლო დოლარში 21.81%-ით.

„S&P Global Ratings-მა 2022 წლის მარტში განაახლა საკრედიტო რეიტინგი 2 B+ და გადახედა საქართველოს რკინიგზის პერსპექტივას, რომელიც შეცვალა სტაბილურიდან დადებითად. განახლებული პერსპექტივა განპირობებული იყო 2022 წლის თებერვალში შესწორებული სუვერენული პერსპექტივით, ასევე საქართველოს რკინიგზის გაუმჯობესებული საოპერაციო მაჩვენებლით და ვალის შემცირებით“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 2016 წლის შემდეგ 2021 წელს რკინიგზის შემოსავლები პირველად გაიზარდა.

თამარ მუკბანიანი