რომელი ქვეყნის მოგზაურები ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოში - ლიდერი რუსეთია

2022 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 163.1%-ით გაეზარდა.

კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს აგვისტოში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 522,9 მლნ დოლარს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 324,15 მლნ დოლარს.

რაც შეეხება დანახარჯებს ქვეყნების მიხედვით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოსავალი ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო - 133.1 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა საუდის არაბეთი - 54.6 მლნ აშშ დოლარი; სამეულს ასრულებს თურქეთი - 46.9 მლნ აშშ დოლარი.

დანარჩენი ქვეყნების მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი კი ასე გამოიყურება:

იხილეთ ასევე: რუსეთიდან საქართველოში მიგრანტთა დამატებითი შემოდინება ლარისთვის პოზიტიურია - „თიბისი კაპიტალი“

დანარჩენი ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურებიდან ქვეყანამ - 80.2 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო;

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნები - 51.4 მლნ დოლარი;
  • ისრაელი - 35 მლნ დოლარი;
  • ბელარუსი - 32.9 მლნ აშშ დოლარი;
  • უკრაინა - 32.8 მლნ დოლარი;
  • სომხეთი - 29.6 მლნ დოლარი;
  • ირანი - 14.5 მლნ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 11.8 მლნ დოლარი.

რაც შეეხება 2022 წლის ივლისის სტატისტიკას, სებ-ის მონაცემებით, მაშინ საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 476.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

იხილეთ ასევე: აგვისტოში რუსეთიდან დაახლოებით 48 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა - pmcg

თაია არდოტელი