სავალუტო ფონდმა უკრაინას 4 წლით 17,5 მილიარდი დოლარი დაუმტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უკრაინისთვის ფინანსირების გაზრდის საკითხი დაამტკიცა.

"უნიანის" ინფორმაციით, უკრაინის მთავარმა კრედიტორმა - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მხარი დაუჭირა უკრაინის ეკონომიკის კრედიტირების საკითხს გაფართოებული დაფინანსების გამოყენებით, 17,5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ, რაც უკრაინას 4 წლის ვადით მიეცემა.

სააგენტოს ინფორმაციით, ფონდის ხელმძღვანელის კრისტინ ლეგარდის განცხადებით, აღნიშნული თანხა უკრაინაში რეფორმების განხორციელებას მოხმარდება.