რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული სამშენებლო ტექნიკისა და მასალების იჯარა და როგორ პასუხობს მათ „ციტადელი რენთი“?

ციტადელი“ წლების განმავლობაში მომხმარებლებს ფუნდამენტური მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოებისთვის ყველა საჭირო მასალას სთავაზობდა. ცოტა ხნის წინ კი დამატებით შექმნა კიდევ ერთი მიმართულება - „ციტადელი რენთი“, რომელიც პარტნიორებს სამშენებლო ინვენტარის, ტექნიკის შეძენისა და იჯარის საშუალებას აძლევს.

„ბიზნესპრესნიუსი“ „ციტადელში“ არსებული სიახლეებით დაინტერესდა, რის შესახებაც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა - არჩილ ლეჟავამ, ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელმა - სიმონ ჯაფარიძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ღონიერაშვილმა ისაუბრეს.

არჩილ ლეჟავა - ციტადელის კომერციული დირექტორი

რა არის „ციტადელი რენთის“ მთავარი კონცეფცია და როგორ ეხმარება ის სამშენებლო ბიზნესს განვითარებაში?

გასაკვირი არ არის, რომ სამშენებლო აღჭურვილობა არის კონტრაქტორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარჯი, რომელიც გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის ფასზე. აქედან გამომდინარე, ინდუსტრიის სეგმენტში იზრდება გაქირავების ტენდენცია. ტექნოლოგიამ უდიდესი როლი ითამაშა გაქირავების პროცესის უპრობლემო გადაჭრაზე და სწორედ ამიტომ, კომპანია ციტადელმა შექმნა ცალკე მიმართულება - „ციტადელი რენთის“ სახით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილად და რაც მთავარია, იაფად გადაჭრას ზემოხსენებული გამოწვევები უმოკლეს დროში.

რამდენად მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესისთვის ხარისხიანი და სანდო ტექნიკისა და აღჭურვილობის გაქირავების სერვისის არსებობა? რა გამოწვევები ჰქონდათ და აქვთ მათ ამ მიმართულებით და როგორ უპასუხებს მათ „ციტადელი რენთი?“

სამშენებლო პროექტები ხშირად სცილდება ბიუჯეტს დიზაინის ხარვეზების, არაზუსტი შეფასებებისა და სხვა ფაქტორების გამო. აქედან გამომდინარე, სამშენებლო კონტრაქტორები მუდმივად ეძებენ გზებს თავიანთი რესურსების ოპტიმიზაციისა და ხარჯების დაზოგვისთვის. მძიმე სამშენებლო აღჭურვილობის ღირებულება, შედარებით მაღალია სხვა ინდუსტრიების საოპერაციო ხარჯებთან მიმართებაში. მძიმე აღჭურვილობის საკუთრების მთლიანი ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე მისი დაქირავება. აღჭურვილობის შეძენა არის მთავარი ინვესტიცია, რომელიც საჭიროებს წინასწარ კაპიტალს. ამ მაღალმა საწყისი შესყიდვის ღირებულებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს პროექტის ბიუჯეტზე. მეორეს მხრივ, ქირაობა კონტრაქტორს სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობას, დაზოგოს ხარჯები და მიიღოს წვდომა ტექნოლოგიურად მოწინავე აღჭურვილობაზე. ეს კონტრაქტორებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაანაწილონ თავიანთი რესურსები.

„ციტადელი რენთი“ ამ სფეროში ჩართულ უამრავ სამშენებლო კომპანიასა თუ დეველოპერს სწორედ ასეთი შესაძლებლობებს აძლევს.

როგორია „ციტადელი რენთის“ განვითარების ხედვა, რა სიახლეებს ნერგავს კომპანია და რა გამოარჩევს მას ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეებისგან?

ჩვენი პრიორიტეტია, ვიყოთ ლიდერი აღჭურვილობის გაქირავების დარგში რეგიონულ ბაზარზე მომხმარებელთა მომსახურების დონით და კონკურენტული ფასებით, რასაც ამ ეტაპამდე ვახორციელებთ. მომავალშიც გვაქვს ამბიცია, პარტნიორ კომპანიებს დავაზოგვინოთ ფინანსური დანახარჯები, ასევე შევთავაზოთ კონსტრუქციული მშენებლობის მოქნილი და პრაგმატული გადაწყვეტები. კომპანიაში იგეგმება სპეციალური მაღალტექნოლოგიური საყალიბე სისტემების არჩევანის გაფართოება, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის პროდუქციის ისედაც ძალიან ფართო ასორტიმენტს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ადგილზე არსებული მარაგები ყველა კომპანიისთვის უდიდესი კომფორტის შექმნის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი პრიორიტეტია და ჩვენთან არსებული (პარტნიორი) მსოფლიო დონის ცნობილი ბრენდები, კიდევ ერთხელ მეტყველებენ ჩვენი კომპანიისადმი სერიოზულ დამოკიდებულებაზე და მის პოზიციონირებაზე, როგორც ლიდერის, საკუთარ სფეროში.

308427368-1137762760489671-3541095603826006816-n-1664787895.png

რამდენი დასახელების სამშენებლო ტექნიკა და აღჭურვილობაა ხელმისაწვდომი „ციტადელი რენთში“ და როგორ შეუწყობს ხელს ასორტიმენტის მრავალფეროვნება სამშენებლო ბიზნესს, ამ თემაზე კომპანიის პროექტების მოზიდვისა და ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი, სიმონ ჯაფარიძე გვესაუბრება.

„ციტადელი“ რენთის მიმართულებით ფუნდამენტური სამუშაოებისთვის საჭირო მასალები, ტექნიკა და სისტემები გვაქვს წარმოდგენილი.

საიჯარო შეთავაზებებში გვაქვს კოშკურა ამწეები, გარე სატვირთო-სამგზავრო ლიფტები, საფასადო კალათები, ტვირთმიმღები პლატფორმები, სამშენებლო ნარჩენების მიმღები მილები, სამშენებლო პერიმეტრის უსაფრთხოების ბადეები, დროებითი ღობეები.საყალიბე ვერტიკალური სისტემები, საყალიბე ჰორიზონტალური სისტემები, საფასადო ხარაჩოები, სივრცითი (მაღალი დატვირთვის) ხარაჩოები, სამშენებლო ხის კოჭი, ლამინირებული ფანერა, სამშენებლო რეგულირებადი დგარი (სხვადასხვა სიმაღლის), არმატურის საჭრელ-საღუნი დანადგარი, ყალიბის სამონტაჟო აქსესუარები.

რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული პროდუქცია სანდო კომპანიისგან შეიძინო და იქირაო და როგორ უზრუნველყოფს სანდოობას „ციტადელი“?

ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია სწორი რეკომენდაციის გაცემა და მასზე პასუხისმგებლობების აღება - ეს არის ის, რასაც „ციტადელი“ უკვე წლებია სწორად ახორციელებს.

ჩვენი ინჟინრების მიერ გაცემულმა რეკომენდაციებმა მასალებისა თუ სისტემების ხანგრძლივი ექსპლუატაცია უნდა განსაზღვროს, შესაბამისად, ჩვენი ასეთი მიდგომები კომპანიებთან, „ციტადელის“ მიმართ სანდოობას ქმნის.

საინტერესოა, რომელი გამორჩეული და ავტორიტეტული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციაა ხელმისაწვდომი „ციტადელი რენთის“ მიმართულებით?

„ციტადელში“ მრავალფეროვანია როგორც მომსახურებები, ასევე შეთავაზებული ბრენდები. სამშენებლო თუ დეველოპერულ კომპანიებს „ციტადელში“ შეუძლიათ შეიძინონ ან იქირაონ ისეთი ცნობილი მწარმოებლების პროდუქცია როგორიცაა: Peri, Gokdelen, Sveza, Baymak, Liebheer, Potain, TGM, Comansa, Gocmaksan, Atabey makina, Alimak და სხვა.

რა ახალი და თანამედროვე სამშენებლო ტექნიკისა და აღჭურვილობის შემოტანას გეგმავთ?

ციტადელში ასორტიმენტს პერმანენტულად ვზრდით, რის შესაძლებლობასაც ჩვენი პარტნიორი, საერთაშორისო წამყვანი კომპანიები გვაძლევენ, მათ შორის არის გერმანული კომპანია PERI, რომლის ოფიციალური წარმომადგენლებიც 2018 წლიდან ვართ. სწორედ მსგავს კომპანიებთან თანამშრომლობით ბაზარს ინოვაციურ და უახლეს საყალიბე სისტემებსა თუ მასალებს სისტემატურად ვთავაზობთ.

უახლოეს პერიოდში იგეგმება სტაციონარული ბეტონის მიმღები და გამანაწილებელი დანადგარების, სამშენებლო ქარდამცავი სისტემებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სპეც საყალიბე სისტემების იჯარებში ჩაშვება.

308677080-1799966760350550-1252499355332338341-n-1664788095.png

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო ღონიერაშვილმა ინტერვიუს დროს ყურადღება „ციტადელი რენთის“ მიმართულების საჭიროებასა და მის უპირატესობებზე გაამახვილა.

ხშირია სამშენებლო მასალების სფეროში მხოლოდ ერთი პროფილით მუშაობა. ეს შეიძლება იყოს მასალების გაყიდვის ან გაქირავების სერვისი. შესაბამისად, კომპანიებს, კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მომწოდებელთან უწევთ მუშაობა, რაც დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს, რაც არაკომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის.

ზემოხსენებული უარყოფითი მხარეების პრევენციისათვის სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის რეალიზაციასთან ერთად, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა საიჯარო მიმართულებითაც.

რატომ გადაწყვიტა კომპანია „ციტადელმა“ გაქირავების მიმართულების განვითარება?

მსოფლიოში არსებული ინოვაციური სიახლეების ქართულ რეალობაში გადმოტანა, ძირითადად, დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული. ამ ხარჯისთვის მზაობა კი ყველა კომპანიას არ აქვს.

საიჯარო თანამშრომლობით კომპანიებს საშუალებას ვაძლევთ, მიუხედავად ფინანსური რესურსის დაზოგვისა, მშენებლობა მაინც თანამედროვე, ინოვაციური მასალებით განახორციელონ და მომავალ მობინადრეებს ხარისხის უპირობო გარანტი მისცენ.

რა სიახლეებს დანერგავს სამომავლოდ კომპანია?

@citadeli Rent – „ციტადელის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულებაა. ამ მომსახურებით დამატებითი ერთგული მომხმარებლები შევიძინეთ, რადგან მათ მოთხოვნებსა და სურვილებზე მორგება ყოველთვის შეგვიძლია.

ვცდილობთ, შეთავაზებები ბაზის მოთხოვნებისა ან/და საჭიროებების თანადროული იყოს. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულების კიდევ უფრო განსავითარებლად, შეთავაზებული ასორტიმენტის მეტად გამრავალფეროვნებას ვგეგმავთ.

როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, „ციტადელის“ მერ შეთავაზებული მომსახურების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი.

(R)