ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლის „გათეთრებასაც“  თბილისის მერია ითხოვს

2021 წელს თბილისის მერიამ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ „თეთრ სიაში“ შეყვანასთან დაკავშირებით, 7 კომპანიაზე მიმართა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დედაქალაქი მერიიდან აცნობეს.

სამეწარმეო რეესტრზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომლის „გათეთრებასაც“ (საქმის სრულფასოვნად შესრულებისთვის) მერია ითხოვს:

შპს „Construction Service“ – 2018 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 55%-იანი წილის მფლობელია გიორგი გაბუნია, 40% ეკუთვნის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „ქისთოუნ ქონსთრაქშენს“, ხოლო 5% თამაზ ცვარიანს. დირექტორია გიორგი გაბუნია.

თავის მხრივ, შპს „ქისთოუნ ქონსთრაქშენის“ 75% ეკუთვნის საქართველო-რუსეთის ორმაგ მოქალაქეს თემურ ანჩაბაძეს, 12.5%-იანი წილების მფლობელები კი არიან გიორგი პერტაია და გივი კუბლაშვილი.

შპს „არქიტრავი“ – 2014 წელს დარეგისტრირებული კომპანია ეკუთვნის ირაკლი ახალაძეს, დირექტორიც თავად არის.

შპს „ენსისი“ - 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი გიორგი ქელბაქიანია.

შპს „სეისმომედეგობა+“ – კომპანია 2010 წელს დარეგისტრირდა. მისი მესაკუთრე და დირექტორი ირაკლი ბერძენიშვილია.

შპს „სკინჩი“ – 2012 წელს დაფუძნებული კომპანიის 20%-იანი წილები ეკუთვნით: ზაზა მახარაძეს, ბაჩუკი ბერიძეს, ოთარ ლალუაშვილს, დავით მეტრეველს, სოსო წინწკალაძეს. დირექტორის პოსტსაც ხუთივე მათგანი იკავებს.

შპს „ჯეუ გრუპი“ – კომპანია 2010 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 43%-იანი წილები ეკუთვნით ნინო კიკაბიძეს და გიორგი მარკოიშვილს, ხოლო 12% სააქციო საზოგადოება სს ავტოფირმა 6-ს. დირექტორია ნინო კიკაბიძე.

შპს „ჯიარჯი“ – 2013 წელს დაფუძნებული კომპანიის მესაკუთრეა ვლადიმერ ჭედია, ხოლო დირეტქორი გურამ დაფქვიაშვილი.

ნინი ქეთელაური